aviabiletebi
მთავარი ციტატა

“სააკაშვილისა და გვარამიას მხრიდან არის მცდელობა, რომ „რუსთავი 2“ განადგურდეს”

“ყოფილი დირექტორის და ყოფილი მფლობელის მხრიდან არის მცდელობა, რომ „რუსთავი 2“ განადგურდეს. ეს არის მათი ტიპური ქმედება. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს, ასეთი მიდგომა აქვს ზოგადად. როგორც ჩანს, ეს ამჯერად გადაწყვიტა, გამოიყენოს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რადგან სტრასბურგის სასამართლომ და ევროპულმა სასამართლომ თქვეს, რომ მას არ ეკუთვნის „რუსთავი 2“ და ეკუთვნის სხვა მფლობელს. ვფიქრობ, ჟურნალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ნაწილად ქცეული არხის განადგურება სურს ყოფილ დირექტორს, რომელმაც ბოლო პერიოდში ის აქცია არაეთიკურობისუზრდელობისა და ყალბი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ადგილად, რაც ძალიან არასასიამოვნო, არასწორი და დამაზიანებელი იყო მედიისთვისაც და თვითონ არხისთვისაც”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას;

იტვირთბა....