aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტელევიზიის ფლობა იმის გარანტი არაა, რომ საგამოძიებო ორგანომ კითხვები არ დასვას” – ვოლსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ტელევიზიის ფლობა ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, არ არის იმის გარანტი, რომ ასეთ საკითხებზე შეკითხვები არ ისმეოდეს საგამომძიბელო სტრუქტურების მიერ

ვოლსკის თქმით, ასეთი კომბინაციის თაობაზე პროკურატურამ საქმე რომ არ აღძრას, იქნება არასწორი და არაობიექტური.

“ტვ პირველის დამფუძნებელი, ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო იმაზე პასუხს, რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში. ისე რომ ისესხე, არ მომსახურებიხარ ამ სესხს და პირად ანგარიშებზე გადარიცხე და ობშორული ზონაც ჩართულია აი ამ კომბინაციაში. მე მიკვირს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს კითხვა რატომ არ დასვეს თავის დროზე თუ რასთან გვქონდა საქმე. ასეთი კომბინაციის თობაზე პროკურატურამ საქმე რომ არ აღძრას, იქნება არასწორი და არაობიექტური”- ამბობს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ დღე პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ასევე გუშინ დააყადაღეს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშები. ამ თემას გამოეხმაურა “ტვ პირველის” მფლობელი და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელი და განაცხდა, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანით აშანტაჟებენ მაგრამ მიუხედავად ამისა “ტვ პირველს” ვერ წაიღებენ.

 

იტვირთბა....