aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა სამართალი სოციალური ქსელი

“ივანიშვილი 2020 წელს ძალიან მწარედ დამარცხდება, ვინაიდან ასეთ რეპრესიებზე მას ამომრჩეველი აუცილებლად მოსთხოვს პასუხს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და რეპრესიული ნაბიჯებით ცდილობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე გარდაუვალი მარცხის თავიდან აცილებას.

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და რეპრესიული ნაბიჯებით ცდილობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე გარდაუვალი მარცხის თავიდან აცილებას.

ეს მცდელობები განწირულია წარუმატებლობისთვის, ვინაიდან საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. შესაბამისად, ამ ნაბიჯებით ივანიშვილი ვერც „ტვ პირველის“ გაჩუმებას შეძლებს და ვერც საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას მის სასარგებლოდ, ყველაფერი მოხდება ზუსტად პირიქით.

შედეგად, 2020 წელს ძალიან მწარედ დამარცხდება, ვინაიდან ასეთ რეპრესიებზე მას ამომრჩეველი აუცილებლად მოსთხოვს პასუხს.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მან ფული ისესხა „თიბისი ბანკისგან“ საკრედიტო ხაზის ფარგლებში და ამ ფულს შემდგომ თავად როგორ განკარგავდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო. შესაბამისად, პროკურატურას იქ არაფერი ესაქმება.

თუმცა იურიდიულ დეტალებში შესვლა სრული უაზრობაა, იმდენად აბსურდულია პროკურატურის მიერ ამოქექილი 11 წლის წინანდელი საქმე, რადგან სხვა ვერაფერი ვერ ნახეს ამ პირებთან სადავო.

შეთითხნილი ბრალდების დამკვეთი ვინც არის გასაგებია, ივანიშვილის სახით, მაგრამ დაკვეთის შემსრულებლებიც თავის დროზე მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან, რადგან არ შეიძლება საპროკურორო პრეროგატივის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით და კანონის საწინააღმდეგოდ”, – წერს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ  გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

“ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში მამამისის ავთანდილ წერეთელის პორკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შანტაჟია და სანამ ცოცხალია არხი არ გაითიშება.

“რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი მენეჯმენტი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს, რაც “ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურება.

იტვირთბა....