aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით,  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს“ უკავშირდება.

„25 აგვისტოს 20:00 საათიდან იგეგმება მოქალაქეების გადასვლის დროებითი შეჩერება საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში, გამშვები პუნქტები ფუნქციონირებას 27 აგვისტოს 06:00 საათზე განაახლებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....