aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დავით ზალკალიანმა და ფედერიკა მოგერინიმ სატელეფონო საუბარში განიხილეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს:

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....