aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, დილის “კურიერი” ეთერში არ გასულა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, 21 აგვისტოს, ეთერში დილის კურიერი არ გავიდა.  საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად “რუსთავი 2-ის” ეთერში ქართული სერილი “ჟამი ყვავილობისა” გავიდა.

მას შემდეგ, რაც გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამუშაო ადგილები დატოვეს.

ასევე გუშინდელი ღამის შემდეგ ახალი ამბები არ ქვეყნდება “რუსთავი 2-ის” ვებსაიტზეც.

 

იტვირთბა....