aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

დოლიძე – არ გამოვა აქტიური და ენერგიული ხალხის მიყუჩება

“ხელისუფლებავ, მოუხმე წერა-კითხვის მცოდნე ხალხს. მეცნიერებასა და ლიტერატურაში ბევრი რამ, რასაც ახლა ჩხირკედელაობთ, დიდი ხანია აღწერილია. მაგალითად, აქტივიზმის სოციოლოგიაში არის ასეთი ცნება (spillover), სიტყვასიტყვით “გადაღვრა.” ჩემ სადოქტოროს ხელმძღვანელს სოციოლოგ სიდნეი ტაროუს აღწერილი აქვს რომ როდესაც რამე მოძრაობა მთავრდება, თავს ამოწურავს, პიკს აღწევს, მისი წევრები სახლში კი არ მიდიან, უბრალოდ გარდაიქმნებიან ანუ სხვა მოძრაობებს აკეთებენ. ასე რომ 60იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობების აქტივისტებს ახლა გარემოს დაცვის, ქალთა უფლებების და სხვა ათასგვარ მოძრაობის ლიდერებში ვნახავთ. აი, მარტივად რომ აგიხსნათ: ადრე თუ ორსულად მყოფი ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე იმედში მივარნდილ სპეცრაზმს გაურბოდა, ახლა სხვა არხზე და სხვა ვითარებაში, მაგრამ მაინც იბრძვის. არ გამოვა აქტიური და ენერგიული ხალხის მიყუჩება, ისინი სოკოებივით სხვა საქმეებში მაინც ამოყოფენ თავს. ეს კლასიკაა. ამიტომ შეეშვით შავბნელ ჩხიბვას და იმეცადინეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....