aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი სამი ახალგაზრდიდან ერთი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში ერთ-ერთი ღამის კლუბიდან, ინტოქსიკაციის დიაგნოზით, 3 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი მათგანი, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ბათუმის მედცენტრში დაადასტურეს, რომ ბიჭი კომატოზურ მდგომარეობაში დილის 05:00 საათზე მიიყვანეს, 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა.

ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

ფაქტის შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია tv25-მა გაავრცელა.

 

იტვირთბა....