aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

რუსთავი 2 დიდი ეპოქა დასრულდა – ნუგზარ წიკლაური

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-დან” ნოდარ მელაძის, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძის, ნანუკა ჟორჟლიანისა და გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლებას აფასებს და აცხადებს, რომ რუსთავი 2 დიდი ეპოქა დასრულდა.

“რუსთავი 2 დიდი ეპოქა დასრულდა და ამ ეპოქას ისტორია დაარქმევს ქვეყნის ინტერესების დაცვის ეპოქას.

მაგრამ ეს არ არის დამარცხება, რადგან ახლა იწყება სხვა, ახალი და ასევე მშფოთვარე ეპოქა, რომელსაც დიდი გამარჯვების ეპოქის სახელით დაიმახსოვრებს საქართველო.

ამისი ღრმად მწამს!!!

და სწორედ ახლა, როცა დევნილები არიან სიმართლის, ღირსების და პატრიოტიზმის გამო, მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული ამ შესანიშნავი ხალხის მიმართ, რადგან მათმა ზნეობრივმა მაგალითმა მრავალს აღუძრა ბრძოლის და არდანებების განცდაც და სურვილიც”, – წერს წიკლაური.

იტვირთბა....