aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ, ჩავლენ, როცა საჭირო იქნება” – ვოლსკი, მთავრობის გუგუტიანთკარში ჩასვლაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ რატომ არ ჩადიან საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები საოკუპაციო ხაზთან, გორის სოფელ გუგუტიანთკარში, უმრავლესობის წევრმა გია ვოსლკიმ უპასუხა.

მისი განცხადებით გორში მაშინ ჩავლენ როცა საჭირო იქნება.

ვოლსკი ამბობს, რომ ის რაც გუგუტიანთკარში ხდება ოკუპაციის სახეა და რუსეთმა სწორედ იმ ხალხის საშუალებით მოახდინა, ვინც ახლა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.

“ეს არის საოკუპაციო ხაზის ბორდერიზაციის გაგრძელების პროცესი. ეს არის ოკუპაცია, ანუ ოკუპაციას ასეთი სახე აქვს, ნაცმოძრაობა და მათი წარმომადგენლები სვამენ, რატომ არის რომ რუსი ოკუპანტი რომ იქ ავლებს მავთულხლართს და სვამს საზღვარს – ოკუპაცია მოახდინეს იმ ხალხის მეშვეობით, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს”- ამბობს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის – რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

 

იტვირთბა....