aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე მის დაბარებას პოლიტიკას უკავშირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის გამოკითხვას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

„გამოძიება, შესწავლა თუ მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის. კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს, გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, რადგან ვარ პოლიტიკაში. ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს. ლოგიკურია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული ეს პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და სამართლებრივად მოიძებნა ჩემი წინასამსახურებრივი თემა. რა არის, კონკრეტულად რას უკავშირდება, როდესაც მექნება სუს-თან გამოკითხვის ფორმატში კონტაქტი, ამის შემდეგ შემიძლია საუბარი“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

სუს-ში დღეს განაცხადეს, ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

„ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება“, – აცხადებენ სუს-ში.

იტვირთბა....