aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალებას აღნიშნავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, 19 აგვისტოს მართლმადიდელი ეკლესია ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს.

სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ტაძარში მღვდელმსახურები წაიკითხავენ წმინდა სახარებიდან ადგილს, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალებაზეა მოთხრობილი.

ფერისცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!”.

ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება – მთას ღრუბელი ადგება.

იტვირთბა....