aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამია: ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა.

როგორც ის სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მალე გაასაჯაროვებს ანგარიშს, რომელზეც გულშემატივართა ჩარიცხვების იმედი აქვს.

“მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი 🤓 წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ”. – წერს გვარამია.

მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა…

Gepostet von Nika Gvaramia am Freitag, 16. August 2019

იტვირთბა....