aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სავარაუდოდ, თურქეთში თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სავარაუდოდ, თურქეთში გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად სარკოფაგები აღმოაჩინეს.

„თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას,” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ისტორიკოსების ცნობით, გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო.

იტვირთბა....