aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ღია ცის ქვეშ ვარ, ვეღარც სახლში შევალ და ვეღარც გამოვალ – გუგუტიანთკარის მკვიდრი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. საზღვრის მიღმა ნაკვეთი და სახლ-კარი დარჩა, აღარაფერი მაქვს დღეიდან. ღია ცის ქვეშ ვარ, ვეღარც სახლში შევალ და ვეღარც გამოვალ, ისეთ დღეში ვარ, რა ვთქვა არ ვიცი. “პლაშატკა” მქონდა გაკეთებული და “პლაშატკა” დამაშლევინეს რუსის წარმომადგენლებმა და ჩვენი პოლიცია დამეხმარა, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრმა გივი რაზმაძემ განაცხადა.

რაზმაძე ხელისუფლებას თხოვს დახხმარებას.

“დროებით გორში ვარ წასული და იქ ვცხოვრობ, ბარაკებში ვარ. ერთი კედლები დავტოვე, ეგ აღარ დავანგრიე, დანარჩენი მივატოვე ეგრევე. თუ რუსებს დავუჯერებთ, სარწყავი წყალიც არ იქნება სოფელში. თუ ესეც დაკეტეს, დაიშლება სოფელიც, ალბათ.

ჩემი თხოვნა იქნება ხელისუფლებისადმი, რომ იქნებ დამეხმაროს და ნაკვეთი მომცეს. აქ ვარ გაზრდილი და არ მინდა სოფელი დავკარგო”, – განაცხადა რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცა ე.წ. საზღვარს მიღმა.

იტვირთბა....