aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი – სამთავრობო ცვლილებებს არ გიდასტურებთ, ეს საკითხი არ განხილულა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ძალიან ბევრმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია. მსგავსი ინფორმაციების გავრცელება, გარკვეული პერიოდულობით, ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ არის. ამითი მედიასაშუალებები პოზიციებს იმაგრებენ და შემოაქვთ თემა, რაც ქართული საზოგადებისთვის ნამდვილად საინტერესოა, – ამის შესახებ “მეტრონომს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ შესაძლო სამთავრობო ცვლილებების თემის კომენტირებისას განუცხადა.

ვოლსკის თქმით, სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა.

“მე არც სექტემბერში და არც ოქტომბერში სამთავრობო ცვლილებებს არ გიდასტურებთ, ამის წინაპირობა და საფუძველი არ არის. ეს საკითხი არ განხილულა.

ერთი სახიფათო კითხვა აქვთ ჟურნალისტებს – გმაორიცხავთ თუ არა რამეს? როდესაც ამბობ, რომ არაფერს გამორიცხავ ქვეყანაზე, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ეგრევე სათაურად გამოაქვთ, რომ გიორგი ვოლსკი ან რომელიმე ჩემი კოლეგა, არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები ან კონკრეტული ადამიანების მიმართ რაღაცა ზომები იქნება. ასე, რომ პოლიტიკოსები გარკვეული პროგნოზების გაკეთებისას ფრთხილობენ”, – აცხადებს ვოლსკი.

მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია ჩაანაცვლეს, ხოლო გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი, – ამ ინფორმაცია “ტვ პირველი” ავრცელებს.

იტვირთბა....