aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყველაფერი იმ მსოფლიო მაწანწალის, სააკაშვილის ბრალია – კვიციანი გუგუტიანთკარზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

რაც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, დღესაც ის გრძელდება. ყველაფერი ეს არის 2008 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ ღალატით ჩადენილი ქმედების შედეგი, რაღაცებზე აქვს ხელი მოწერილი იმ მსოფლიო მაწანწალას, სააკაშვილს და იმის მიხედვით მიყვებიან რუსები, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

კვიციანის განცხადებით, აუცილებელია, დადგეს უშიშროების სამასხურის პასუხისმგებლობის საკითხი.

“როგორც გავრილოვი გამოაგზავნეს “ნაციონალების” გამოსაცოცხლებლად, ისე ხდება ეს ყველაფერი. სააკაშვილმა ყველგან შენიღბული ნაღმები დაგვიტოვა და ნელ-ნელა გამოჩნდება ეს ყველაფერი. გახსოვთ ირაკლი ოქრუაშილმა რომ განაიარაღა იქაურობა, ეს იმიტომ, რომ უშიშროების მიერ უკონტროლო იყო ადგილობრივი მოსახლეობა და ვერ აბარებდნენ ტერიტორიებს. ჩამოართვა ყველაფერი და უშიშროებას დაუქვემდებარა ყველაფერი, შედეგად, უცხო ქვეყნის სპესსამსახურები რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. რატო არ კითხულობს არავინ – რას აკეთებენ სუსი და უსაფრთხოება ამ შემთხვევაში. ყოველდღე ტერიტორიებს ვკარგავთ და უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობა რატომ არასდროს დგება? იმიტომ, რომ თითონ აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩვენ კიდევ პირდაღებულები ვუყურებთ თუ როდის გაგვათავებენ”, – განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცა ე.წ. საზღვარს მიღმა.

იტვირთბა....