aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია – როდესაც ტერიტორიებს ვკარგავთ, ის უბრალოდ, ვერ იქნება სწორი პოლიტიკა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ომის ატეხვას არავინ თხოვს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები გუგუტიანთკართან რომ უნდა იდგნენ, რათა რუსებმა მინიმუმ კომფორტულად არ გაავლონ ე.წ. საზღვარი, აუცილებელია ამ წუთას, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას სოფელ გუგუტიანთკარში არსებული სიტუაციის თემის კომენტირებისას “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ხელისუფლების არაეფექტურობის ბრალია, რომ მცოცავი ოკუპაცია მოუგვარებელია.

“სწორი პოლიტიკაა ის, როდესაც ტერიტორიებს არ ვკარგავთ, როდესაც ტერიტორიებს ვკარგავთ, ის უბრალოდ, ვერ იქნება სწორი პოლიტიკა. მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია თუ რა და რა არჩევანს შორის ვართ და ამ კონკრეტულ მომენტში ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს. თუმცა, ხელისუფლების არაეფექტურობის ბრალია, რომ მცოცავი ოკუპაცია მოუგვარებელია. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ მარიხუანას დამრგავებს უვარდებოდეს სახლში და პოლიტიკურ ოპონენტებს დასდევდეს, იქ უნდა იდგეს ძალოვნებიანად. იმიტომ კი არა, რომ რუსეთს ეომოს, არამედ მხარდაჭერა აღმოუჩინოს იქ მყოფ ხალხს. ეს არის ჩემი აზრით, გამოსავალი”, – აცხადებს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცა ე.წ. საზღვარს მიღმა.

იტვირთბა....