aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფილმი “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” “იმედის” ფეისბუკიდან წაშალეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” იმედის ფეისბუქგვერდიდან წაიშალა, თუმცა ფილმი ამ დრომდე ხელმისაწვდომია იუთუბზე.

“ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი “იმედინიუსის” მთავარი რედაქტორის, თეონა გეგელიას, ინიციატივით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით წაიშალა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა, განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო “ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს”.

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები სოციალურ ქსელში იდენტური შინაარსის ტექსტებს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ ემინჯებიან აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “მთავარ ხაზს”. საერთო განცხადებებები სოციალურ ქსელში აგვისტოს ომზე ფილმის ეთერში გასვლიდან მე-4 დღეს გავრცელდა. იქამდე ფილმი საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მკვეთრად გააკრიტიკეს.

იტვირთბა....