aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აგვისტოს ომის თემაზე “იმედის” მიერ მომზადებულ ფილმს ამავე ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ემიჯნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

აგვისტოს ომის თემაზე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ ფილმს – “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტების ნაწილი ემიჯნება. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნეს განცხადებები.

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!” – წერენ ისინი.

მათ შორის არიან: თეა სიჭინავა, სოფო ბერიძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, ნინო არღვლიანი, ნანუკა ქაჯაია, ნატა მახვილაძე, ლევან ფოჩხუა, ნათია სონღულაშვილი, ნანა ლეჟავა, მარიამ ქართველიშვილი, ნუცა ტრაპაიძემ, სანდრო გამსახურდია, ლევან კვატაშიძე, სოფო ბერიძე, თამთა ასანიძე, ლევან მორჩიაშვილი და სხვები.

როგორც “მედიაჩეკერი” აღნიშნავს, ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას.

ფილმში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს,  მაშინდელმა ხელისუფლება – “ნაციონალურმა მოძრაობამ” სახელმწიფოებრივი დანაშაული ჩაიდინა და ძალაუფლება ყველაფრის ფასად მოიპოვა.

“ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა…  ფსევდოპატრიოტული რიტორიკა და ომი, მისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა”.  –   ნათქვამია ფილმში.

 

იტვირთბა....