aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა გვარმაიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლისილმა პროკურატურის შენობა დატოვეს.

ნიკა გვარმაიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა და განაცხადა, რომ მისთვის პრობლემა არ არის, თუ ბრალი ამის გამო დაუმძიმდება.

„გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, შეგნებულად არც ჩამიხედავს ამ დოკუმენტში და მით უმეტეს, არც ჩამიბარებია. ანუ, მე ეს უნიკალური კოდი არ ვიცი, იცის მხოლოდ ამ უწყებამ და ამიერიდან თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის მხოლოდ ამ უწყების დამსახურება, მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ შეიძლება, ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო დამძიმდეს. დამძიმდეს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, იმთავითვე ვთქვი, რომ ამისთვის მზად ვარ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, მე დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება“, – განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს უარს, მისი ადვოკატის საჩივრის დაუშვებლად ცნობაზე, გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით არავითარი ილუზია არ ჰქონია.

„ამას ჩვენ ვაგროვებთ იმისთვის, რომ მერე გვქონდეს საქმე შეკრული თავიდან ბოლომდე. სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით არავითარი ილუზია არ მქონდა, რომ ის განიხილავდა ამ საქმეს. ეს მასალები იქნება და შეადგენს ჩემი პოლიტპატიმრობის საქმეს“, – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა.

იტვირთბა....