aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადასახადებს იმიტომ არ ვიხდიდით, რომ არც „რუსთავი 2“ არ იხდიდა” – “იმედის” იურისტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„როდესაც შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ იურისტმა, ანდრო ლაშხმა, ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ქართული ტელევიზიების მიერ დაგროვილ მრავალმილიონიან ვალზე გააკეთა კომენტარი. მაჭავარიანის თქმით, ვალების ამნისტია მავნე პრაქტიკას წარმოადგენს და სახელმწიფო მზად არის, ვალების ჩამოწერის ნაცვლად მათი რესტრუქტურიზაცია მოხდეს.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ „რუსთავი 2″-ის საბიუჯეტო დავალიანება – 28 მილიონი ლარია, „იმედის” – 19 მილიონი, „მაესტროს” კი, 8 მილიონის დავალიანება აქვს.

„სამაუწყებლო საქმიანობა ზოგადად ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს იმისათვის, რომ ეს დანახარჯი შემოსავლებით დავაკომპენსიროთ და როდესაც შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება მიმართულია ყველა სუბიექტისადმი და აქ უთანასწორობას ადგილი არ ექნება, ჩვენ, პირიქით, მოხარულები ვართ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა დავიწყოთ.

დღეის მდგომარეობით, კონკრეტული წინადადება მზად არ გვაქვს, თუმცა უმოკლეს ვადებში გონივრულ შეთავაზებას წარვადგენთ და ჩავერთვებით ამ სამუშაოში”, – განაცხადა ანდრო ლაშხმა.

წყარო – Business Media Georgia

იტვირთბა....