aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიებს მოუწოდა, მიმდინარე ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელევიზიებს მოუწოდა, მიმდინარე ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ.

ამასთანავე, მინისტრმა მათ მიმართა,1-2 კვირის ვადაში, მივიდნენ შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას.

„ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სახელით, მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში – შემდეგ 1-2 კვირაში – მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს, სხვადასხვა მოდელები არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით. ამასთან, მიმდინარე ვალები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინონ ვალების დაგროვება. მესმის, რომ ეს ძალიან სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი არ არის სხვა ბიზნესსექტორზე. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

იტვირთბა....