aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამასთან, სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება.

ანალოგიურ შემთხვევას 7 აგვისტოსაც ჰქონდა ადგილი, როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. მოგვიანებით სამუშაოები შეწყდა.

იტვირთბა....