aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბახტაძე – როდესაც კიბერდანაშულთან გვაქვს ადგილი, აუცილებელია მისი დეტალური გამოძიება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერი მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ტვ პირველზე შესაძლო კიბერდანაშაულის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიბერდანაშაული გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და, როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, სრულფასოვანი სურათის მისაღებაად აუცილებელია დეტალური გამოძიება.

ბახტაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ერთერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი მედიაპლურალიზმია და სპეკულაციად აფასებს ოპონენტების განცხადებას, რომ “რუსთავი 2-სა” და “ტვ პირველთან” დაკავშირებული მოვლენებთან ხელისუფლებას აქვს კავშირი.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა. ზოგადად, როდესაც კიბერდანაშუალთანბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე.

ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მცდელობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და იმ მაღალ სტანდარტზე დარჩეს და გაუმჯობესდეს, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს “ტვ პირველმა” განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც არხის მთავარ სერვერზე მოხდა კიბერთავდასხმა.

არხი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.

იტვირთბა....