aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ათამდე ქალი ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალიელი საოპერო მომღერალი, პლასიდო დომინგო, სკანდალში ეხვევა – მას სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.

ჟურნალისტებს დომინგოს მხრიდან შევიწროების ფაქტების შესახებ რვა მომღერალმა ქალმა და ერთმა მოცეკვავემ შეატყობინეს. მათგან მხოლოდ ერთმა გაამხილა ვინაობა – პატრიცია ვულფმა.

ქალების მტკიცებით, პლასიდო დომინგო მათ სექსუალურ შევიწროებას 1980-იანი წლებიდან ახორციელებდა. ისინი აცხადებენ, რომ მომღერალი მათ სპექტაკლებში მონაწილეობასა და როლებს სთავაზობდა. საოპერო სფეროში მოღვაწე ათობით ადამიანმა დომინგოს წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

თავად მომღერალი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს და ბრალდებას უარყოფს.

დომინგოს კარიერა უკვე 50 წელს ითვლის. მას 14 გრემი აქვს მიღებული.

იტვირთბა....