aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, თბილისში სამშენებლო კომპანიები 600 ათასი ლარით დააჯარიმეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, თბილისში სამშენებლო კომპანიები 600 ათასი ლარით დააჯარიმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 30 ობიექტი.

1. შპს „ნიუ გრუპ პლიუსი“

2. ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი

3. შპს ,,იმფაირ ბილდინგ“

4. შპს ,,პლატინიუმ ვაზისუბანი“

5. შპს ,,ორჯ ორთაჭალა“

6. შპს „სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე“

7. შპს ,,ეს დი ჯი“

8. შპს ,,სან დეველოფმენთი“

9. შპს ,,თორი“

10. შპს ,,ბალავარი პროპერტის“

11. შპს ,,ჯეო ქონსტრაქშენი“

12. შპს ,,ჰაუსარტ-ლუქსი“

13. შპს ,,საბურთალო პალასი“

14. შპს ,,იუნიქსი“

15. შპს ,,ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი“

16. შპს ,,ქიაჩელი რეზიდენსი“

17. შპს ,,აგორა“

18. შპს ,,ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017“

19. შპს ,,კიკვიძე 1’’

20. შპს ,,რესტარტ’’

21. შპს ,,ტჯ ჯგუფი’’

22. შპს ,,ვესადენი“

23. შპს ,,ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“

24. შპს ,,ლუქსორ აპარტამენტები“

25. შპს ,,მწვანე სახლი’’

26. შპს ,,ჯორჯიან ფექიჯინგი“

27. შპს ,,ემ დე კა+‘’

28. შპს ,,სოლოლაკი რაიზ“

29. შპს ,,დ+დ“

30. სს ,,ეს ჯგუფი“

შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები:

1-რისკების შეუფასებლობა;

2- სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;

3- დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);

4 – არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;

5 – ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;

6- ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;

7 – აღჭურვილობის გაუმართაობა;

8 – შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა;

9 – მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;

10 – ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

30-ივე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა, ასევე 20 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 21 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 605 500 ლარის ოდენობით.

ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს, ჯამში 12 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 86 ობიექტი”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....