პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შესაძლო დევნაზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ხელისუფლება კუნთების თამაშს ცდილობს, მაგრამ პროცესი არასერიოზულად მიმდინარეობს.
“ამ ხელისუფლებისგან პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი არასერიოზულად მეჩვენება. არასერიოზულად მიდის ეს პროცესი. აღძრავენ საქმეებს და შემდეგ არც ერთი მათგანი ბოლომდე არ მიდის. ცდილობენ, ეს კრიზისი კუნთების თამაშით გადალახონ. არ კეთდება ეს საქმე კუნთების თამაშით. ასეთი ქმედებები ბუმერანგის პრინციპით იწყებს მოქმედებას. პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ჯერჯერობით არ შეიძლება, რადგან მელია და უგულავა გარეთ არიან, ხოლო გვარამიაზე ძალიან უცნაური ისტორია ვითარდება. თუმცა, ხელისუფლება, რომ კუნთების თამაშს ცდილობს აშკარაა”, – აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს.
პარტია “ნაციონალური მოძროაბის” ლიდერ ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს.
20-21 ივნისის საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავაც.
“რუსთავი 2-ის” საქმეზე 40 000 ლარიანი გირაო შეეფარდა ნიკა გვარამიას.