aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციაზე ათეულობით ათასი ადამიანი მივიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ათეულობით ათასი ადამიანი მივიდა. ინფორმაციას RUSSIAN TODAY ავრცელებს.

სახელმწიფო უწყების განცხადებით, აქციაზე 20 000-მდე ადამიანია. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, დღეს ქუჩაში 49 000-მდე ადამიანია გამოსული.

აქცია სანქცირებულია. იქ მისულ ადამიანებს ოპოზიციონერი ლიდერები სიტყვით მიმართვენ.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებს მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატებს დარეგისტრირების საშუალება არ მისცა. ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატების მიერ შეგროვებული ხელმოწერები ბათილად ცნო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რუსეთში საპროტესტო აქციები.

ფოტო: varlamov.ru

 

 

იტვირთბა....