აშშ ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს და ქართველი პროტეჟეების დანაშაულებზე კვლავ თვალს ხუჭავს - რუსეთის საელჩო - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აშშ ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს და ქართველი პროტეჟეების დანაშაულებზე კვლავ თვალს ხუჭავს – რუსეთის საელჩო

რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის დროს აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გაწეული დახმარების შეფასება პოლიტიზებულია.

„ვაშინგტონში არ ჩქარობენ თბილისში მყოფ პროტეჟეებს მოუწოდონ, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და რუს მშვიდობისმყოფელებსა და სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აღიარონ. ამის ნაცვლად, აშშ-ის საგარეო უწყება ტრადიციული პოლიტიზებული და რუსოფობიული მიდგომით უპასუხისმგებლოდ აგრძელებს რუსეთის დადანაშაულებას.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს და ქართველი პროტეჟეების დანაშაულებზე თვალს ხუჭავს. სწორედ დაუსჯელობის რწმენა შობს ასეთ ტრაგიკულ მოვლენებს“, – ნათქვამია განცხადებაში

ამავე თემაზე
იტვირთბა....