aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა” – გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოგესალმებით დიქტატურაში და დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩემი დაჭერა ბრალის წარდგენა არ არის პირველი ნიშანი დიქტატურის დამყარების, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, პროკურატურასთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ ამას, სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა. ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის მერე საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და დღეს შეიძლება ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა აქეთკენ,“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

იტვირთბა....