ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად მოვითხოვთ განმეორებით ექსპერტიზას” – ოქრუაშვილის ადვოკატი

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე საუბრისას განაცხდა, რომ ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ზედელაშვილის თქმით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებული ექსპერტიზა იქნება იმის დასტური, რომ დოკუმენტზე ნამდვილად არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა.

„საქმეს მიემატა კიდევ ერთი დასკვნა. აქამდე არსებობდა სამი, რომლებიც ფრიად მნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ სადავო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ახლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს ამ დოკუმენტზე არ არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა, ეს არის დადასტურება თეთრზე – შავის. ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან მოხდეს ობიექტური დასკვნის დადება. ეს არის ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება გადადგმული. შევარჩევთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ საექსპერტო დამოუკიდებელ დაწესებულებას, სადაც იქნება ნდობის მაღალი ხარისხი“, – განაცხადა ზედელაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ „გახარიას ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთვნის“, რასაც პარტიის წარმომადგენლები გაყალბებულს უწოდებენ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....