aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლება მიადგა ტვ პირველს, რითაც კიდევ ერთ თავისუფალ ხმას ჩაახშობენ” – ვაშაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ  “ტვ პირველის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუვრისას  განაცხადა, რომ ხელისუფლება ახლა მიადგა „ტვ პირველს“ და აუცილებლად ამოქექავენ რაღაცას, რათა კიდევ ერთი თავისუფალი ხმა ჩაახშონ საქართველოში

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას იწყებს ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან.

„რამდენი ხანი გავიდა 20 ივნისის მოვლენებიდან და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ თავისი შეცდომები გააანალიზოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას იწყებს ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან. ჯერ იყო „რუსთავი 2“, რომელიც ხელში ჩაიგდო რეიდერმა ქიბარ ხალვაშმა, ის ისეთივე ბიზნესმენია, როგორც არჩილ თალაკვაძე აკვალანგისტი. ახლა მიადგნენ „ტვ პირველს“. აუცილებლად ამოქექავენ რაღაცას იმისათვის, რომ კიდევ ერთი თავისუფალი ხმა ჩაახშონ საქართველოში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....