aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თავისუფალი მედია და ობიექტური ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი” – თალაკვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედია, ობიექტური ჟურნალისტიკა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემმ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის, გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მედიის თავისუფლება ჩვენთვის არის ფუნდამენტური. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედია, ობიექტური ჟურნალისტიკა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, საქართველოში გავაუმჯობესოთ დემოკრატიის ხარისხი, განვაგრძოთ დემოკრატიული რეფორმები, რომლითაც საქართველო არის ერთ-ერთი სამაგალითო რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, ბუნებრივია, ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს იმ მიმართულებით, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ საქმიანობა და გარანტირებული იქნება მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მედიასაშუალებების მრავალფეროვნება და როგორც ლიცენზირება, ასევე სხვა რეგულაციები, რომელიც მედიასაშუალებების საქმიანობას უკავშირდება, არის გამარტივებული და აქ არანაირი ზედმეტი ბიუროკრატია და შეზღუდვები არ არსებობს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს კანონის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, თუ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც არის კანონის უზენაესობის პრინციპი, მაშინ თითოეული მოქალაქე, კანონის წინაშე არის პასუხისმგებელი, არა როგორც მედიასაშუალების წარმომადგენელი და ხელისუფლების წევრი თუ ოპოზიციონერი, არამედ პასუხისმგებელი არის, როგორც მოქალაქე, ვისზეც ვრცელდება ეს კანონები. თუ ვინმე დაიბარეს პროკურატურაში, გამოკითხეს, ეს ხდება კანონმდებლობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, თითოეული საქმით, რაზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, პარლამენტი ინტერესდებოდა და დაინტერესდება მომავალშიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ვატო წერეთელს მოსამართლის თანდასწრებით, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოკითხავენ.

იტვირთბა....