aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სექტემბრიდან მოსკოვში მასობრივი გამოსვლები გარდაუვალია” – პოლიტოლოგები 3 აგვისტოს შემდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის დედაქალაქში, 3 აგვისტოს მიტინგის დარბევისა და 1000-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავების შემდეგ, პოლიტოლოგები ამბობენ, რომ სექტემბრიდან მოსკოვში მასობრივი გამოსვლები გარდაუვალია. ამის შესახებ პოლიტოლოგებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

როგორც პოლიტოლოგი ალექსეი მაკარკინი ამბობს, არასანქცირებულ მიტინგზე თუკი დაისაჯნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ მასში, ადვილი დასანახია თუ რა მოხდება, თუკი მიტინგი სანქცირებული იქნება და თან იმ პერიოდში, როცა მოსახლეობა დასასვენებლად არ იქნება გასული.

“სექტემბრიდან უფრო დიდი აქციებია მოსალოდნელი, რადგან წარმოიდგინეთ, სეზონის იმ პერიოდში, როცა ქალაქი დაცლილია რამდენი დემონსტრანტი მივიდა მიტინგზე და რა შეიძლება იყოს სექტემბერში? მითუმეტეს, როცა ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯა უსამართლოდ 3 აგვისტოს” – ამბობს მაკარკინი.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქში საკმაოდ ბრუტალური მეთოდებით დააკავეს 1000-ზე მეტი დემონსტრანტი, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. თუმცა, პუტინის ხელისუფლება ოფიციალურად, 600 დაკავებულის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. დემონსტრანტები თავისუფალი არჩევნების უფლებას მოითხოვდნენ. მოსკოვმა ოფიციალურ გერმანიას და აშშ-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ისინი შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....