aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა, სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა” – ბოკუჩავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე , განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველთვის სწორედ საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა და ამის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამიტომ სურს

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია რეგულაციები მაგალითად პოლიტიკურ პარტიებისთვის საეთერო დროსთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ.

„ფაქტობრივად, დღეს აქ სრული პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი და მაქსიმალურად ვეცდებით, ხელისუფლება დავაჯეროთ, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ რეკომენდაციების მიღება და კანონად ქცევა, რომელსაც ჩვენ დღეს შევთავაზებთ ამ ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დეპუტატის თქმით, საეთერო დროსთან დაკავშირებით არის ძალიან ხისტი რეგულაციები, რომელიც ცდილობს, შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეკლამის შინაარსი.

„ეს არის პირდაპირი ცენზურა, ჩარევა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რადგან თავად მან გადაწყვიტოს პოზიტიური თუ ნეგატიური რეკლამა. ხელისუფლებამ ნებისმიერი რამ შეიძლება, მიუღებლად ჩათვალოს, საკუთარი კონტროლის ქვეშ, მარეგულირებელის გამოყენებით მოახდინოს ამა თუ იმ რეკლამის დაბლოკვა წინასაარჩევნოდ და ამის მიზანია ოპოზიციური პარტიის შეზღუდვა. ეს არ არის ერთადერთი საკითხი, ასევე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, რომელსაც ივანიშვილი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყენებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

იტვირთბა....