aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტეფანწმინდაში მეტეოსადგურზე მყოფი ესტონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაბა სტეფანწმინდაში, მეტეოსადგურზე მყოფი ესტონელ ტურისტთა ჯგუფის წევრი, 54 წლის მამაკაცი, დაბალი წნევის გამო, შეუძლოდ გახდა.

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი ტურისტი მეტეოსადგურიდან უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. ამ დროისთვის, ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა სტეფანწმინდაში, მეტეოსადგურზე იმყოფებოდა ესტონელ ტურისტთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

54 წლის მამაკაცი, დაბალი წნევის გამო, ადგილზე მყოფი პოლონელი ექიმების მიერ შეერთებული იყო სასუნთქ აპარატზე და მისი ქვეითად გადაადგილება და ჩამოყვანა შეუძლებელი იყო.

უამინდობის გამო, მეტეოსადგურის მიმართულებით, შეუძლებელი იყო ვერტმფრენის გაფრენა, შესაბამისად, ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, სტეფანწმინდიდან გავიდა ხუთკაციანი ქვეითი სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა შეუძლოდმყოფი ესტონელი ტურისტი მეტეოსადგურიდან უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის რაიონის სამაშველო ჯგუფი”. – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....