aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კობახიძემ სია მიუტანა ივანიშვილს, ეს 6 კაცი გამაგდებინე და სიწყნარე იქნებაო” – ჭიჭინაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ტრიბუნას “ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „7 VS 1“ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ სია მიუტანა ბიძინა ივანიშვილს – ეს 6 კაცი გამაგდებინე და სიწყნარე გექნებაო… ექვსიც არის გამოგდებული და ოცდაექვსიც მაგრამ სიწყნარე არ არის

ჭიჭინაძემ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც კვირიკაშვილი წავიდა გუნდიდან, ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა ავტორიტეტული ფიგურა, რომელის საშუალებითაც, საკუთარ სურვილებს უჩინრად გაუგზავნიდა დეპუტატებს.

„როდესაც კობახიძე რჩება პარლამენტის წევრებთან მოლაპარაკედ, ჩათვალეთ რომ ივანიშვილმა დაკარგა ის ბერკეტი, როცა უჩინრად შეეძლო დეპუტატებისთვის თავისი სურვილი გაეგზავნა და ამის მიმტანი იქნებოდა ადამიანი, რომელსაც ეს წონა ექნებოდა. კობახიძეს ეს წონა არ ჰქონდა რადგან ის კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელი იყო“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ და აქვე დასძინა, რომ პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არც ერთი ჯგუფის წევრი არაა და ის ნეიტრალურია.

„კობახიძე იყო მაბეზღარა. რაც იყო და არ იყო, იმასაც რომ იძახდა. სია მიუტანა ბიძინა ივანიშვილს, ეს 6 კაცი გამაგდებინე და ისეთი სიწყნარე გექნებაო – ექვსიც არის გამოგდებული და ოცდაექვსიც მაგრამ სიწყნარე არ არის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამასთან, დეპუტატმა გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის პრემიერობა შეაფასა.

„კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრობის 100%-იანი შკალა რომ ავიღოთ, სადღაც 80% იყო პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, იგივე შკალით ბახტაძე არ არის 5%-ითაც კი. მაშინ ივანიშვილი აქტიურად არ ერეოდა, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის საკითხებში და ამიტომ კვირიკაშვილს მეტი თავისუფლება ჰქონდა. ბახტაძეს პრაქტიკულად არაფერი არ გააჩნია, თავისუფლების ხარისხი არის ნოლი. ამიტომ ვიძახი, რომ ის არის პრემიერი გამოძახებით. ძალიან რთული იყო ივანიშვილისთვის კვირიკაშვილის გაკონტროლება და მან ეს პირდაპირ თქვა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელების საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.

„მას ჩივილი რომ დაეწყო, გაიხლიჩებოდა ხელისუფლება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ქვეყანა. ამ ნაწილში მე ვთვლი, რომ როგორც პოლიტიკოსი, საკმაოდ გონიერად მოიქცა“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ

იტვირთბა....