aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილიი, თემირან აჩალიკაშვილის მამის, მალხაზ (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, ჰუსეინის უკანონო დაკავება არის არა მხოლოდ ერთი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, არამედ ეს არის პანკისელი და სრულიად ქართველი ახალგაზრდობის თავისუფლების შეზღუდვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები დაუსაბუთებელია.

“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გტავაზობთ.

“გვსურს პანკისის ხეობის ახალგაზრდების სახელით გამოვეხმაუროთ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საკითხს და მის წინააღმდეგ გამოყენებულ ჯგუფური ძალადობის ბრალდებას. მოგეხსენებათ რომ მორის მაჩალიკაშვილი არის სახელმწიფოს მიერ, საკუთარ საძინებელში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი და უკვე ერთი წელია თემირლანის მამასთან ერთად ითხოვს სამართლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და თემირლანის უდანაშაულობის აღიარებას სახელმწიფოს მხრიდან.
მიუხედავად იმისა რომ გაგვაჩნდა შინაგანი რწმენა მორისის უდანაშაულობისა, დღემდე მოთმინებით ველოდით მის წინააღმდეგ ბრალის დასაბუთებას. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში ცხადად ვხედავთ რომ, ამ ეტაპზე მორისის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი მტკიცებულება არის 20 ივნისის მოვლენების დროს გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჰუსეინი მისი ბიძის გვერდში ყოფნას ცდილობს, ერთ ეპიზოდში ჭყლეტვაში მოყოლილი მორისი თავის დასაცავად ერთხელ მოიქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციელის ფარს.

ორგანიზაციის განცხადებით, ვიდეო მასალაში არ ჩანს, რომ მორისი აქტიურად და მიზანდასახულად ცდილობს კორდონის გარღვევას, პოლიციის დაზიანებას და მით უფრო ძალადობის განხორციელებას.
სწორედ ამ ფაქტის საფუძველზე შეეფარდა მორის მაჩალიკაშვილს წინასწარი პატიმრობა და ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“ჩვენ პანკისელი ახალგაზრდები ვართ ის თაობა რომელიც თანატოლია დამოუკიდებელი საქართველოსი და რომელნიც მოვდივართ პანკისის გარშემო მიმდინარე მძიმე პროცესების კვალდაკვალ. ჩვენ გავიზარდეთ მუდმივი დაძაბულობის, სტრესის, ბრალდებების, გაუცხოების და ტრაგედიების რეჟიმში და წილად გვხვდა ასევე მუდმივი თავის მართლების რეჟიმში ყოფნა იმ მოვლენების გამო, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენს გარშემო ვითარდებოდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ოცდაათი წელია პანკისი დაუსრულებელ და მოუგვარებელ პრობლემად არის მიწოდებული საზოგადოებისათვის. მთავარი გაკვეთილი კი, რაც ამ რთულმა პერიოდმა გვასწავლა არის ის, რომ პანკისის მოჯადოებული წრიდან გამოსავლის ერთადერთი საშუალება არის გამჭვირვალობა, ღიაობა და ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისათვის.
ჩვენ პანკისის ყველაზე მძიმე პერიოდშიც ვიყავით სრულიად კანონმორჩილი მოქალაქეები და დღესაც ვინარჩუნებთ ამ მდგომარეობას,”-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....