aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურორი არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა გვარამიას ხელმეორედ დაკითხვაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რუსთვი 2″-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ს ყველა საინტერესო კითხვა დაესვა და მიღებული იქნა პასუხები.

გუბელაძე არ აკონკრეტებს, თუ რა კითხვები ჰქონდა ნიკა გვარამიასთან საგამოძიებო უწყებას, თუმცა, აღნიშნავს, რომ სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება. პროკურორი არ აკონკრეტებს არც იმას, დაიბარებენ თუ არა გვარამიას ხელახლა დაკითხვაზე, ან შეეცვლება თუ არა მას მოწმის სტატუსი.

„ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სხდომის ოქმს, დაკითხვის ოქმს, გავეცნობით და ამის შემდეგ შესაძლებელია დაიგეგმოს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესაბამისად, მტკიცებულებების მიღების შემდეგ სამართლებრივი შეფასება გაკეთდება და საზოგადოებას ეცნობება.

რა კითხვები დავუსვით, რა პასუხები გაგვცა, რამდენად ამომწურავი იყო, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ. გამოძიება გრძელდება, ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური გამოძიება.

ნებისმიერი პირი შეიძლება იქნეს დაბარებული, გამოკითხული. თუ უარს განაცხადებს, სასამართლოში დაიკითხება და ა.შ. წინასწარ, ვინ დაიკითხება, კომენტარს ვერ გავაკეთება”, – განაცხადა გუბელაძემ.

ნიკა გვარამიას დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

იტვირთბა....