aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნიკა გვარამიას შეუძლია, დამშვიდდეს” – დიმიტრი ცქიტიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, რომელიც გამოკითხვაზე „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის დაბარებას გამოეხმაურა განაცხადა, რომ  გვარამიას მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს, რადგან ასეთი რამ რომ სდმებოდათ, 2012-2013 წლებში ძალიან კარგი საფუძვლები იყო და ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლებოდა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ამოცანა გვარამიას პოლიტიკური დევნა რომ ყოფილიყო, ეს მაშინაც გაკეთდებოდა.

„შეუძლია, ნიკა გვარამიას მშვიდად იყოს. პროცედურები არსებობს, რაც კონკრეტულ საქმეს უკავშირდება. არ მგონია, ეს აჟიოტაჟის საფუძველი იყოს. რა გგონიათ, გვარამიას ისეთი შიში გვაქვს, რომ იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ? არ მგონია, ეს საკითხის მიმართ რაციონალური დამოკიდებულება იყოს. ვიღაცას საჩივარი აქვს შეტანილი და გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა, რეაგირება მოახდინოს. დანარჩენი მცდელობაა, ყველაფრისგან აჟიოტაჟი შეიქმნას“, – დასძინა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.

იტვირთბა....