aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკურორტო ზონებში ობიექტების შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობის 12 ფაქტი დაფიქსირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სურსათის ეროვნული სააგენტო” ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს.

მათი ცნობით, როტაციის პრინციპით, თბილისის საქალაქო სამსახურის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფების მიერ ერთ თვეში შემოწმდა 151 ობიექტი.

აქედან, კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, ბიზნესოპერატორებს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.

„შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას.

ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია“, – აღნიშნავენ უწყებაში.

იტვირთბა....