aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება კომისიას, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენაზე მუშაობს” – მოისწრაფიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა, დავით გარეჯში დღეს არსებულ ვითარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება კომისიას, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენაზე მუშაობს.

მისი თქმით, იმის თაობაზე, რომ ორ მეგობარ ქვეყანას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვრები, გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს.

„ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა კომისიამ, რომელმაც საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს სჭირდება დადგენილი საზღვრები განვითარებისთვის და იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს არავის ილუზია, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რომელ შედეგამდეც გვინდა მისვლა, ეს არის დადგენილი საზღვრები”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

იტვირთბა....