aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების საფუძელზე, 1999 წელს დაბადებული ი.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ი.მ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და აიძულა, სალარო გაეხსნა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე აიყვანეს.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ ი.მ.-მ იმავე დღეს, დილის საათებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზია დააყაჩაღა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, მიმდინარეობს

იტვირთბა....