aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თუშეთში, ავარიის შედეგად გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი.

უწყების ცცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები თბილისიდან ჩავიდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანი. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Gepostet von საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service am Samstag, 27. Juli 2019

“სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები თბილისიდან ჩავიდნენ. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ამავე თემაზე: “პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო“.

იტვირთბა....