aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს – საერთაშორისო გამჭვირვალობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ნიშნებს აჩენს.

“25 ივლისს პოლიციამ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (სსკ 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილი) საფუძვლით პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო მტკიცებულებები ოქრუაშვილის მონაწილეობით.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ცხადად არ იკვეთება ოქრუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები. ოქრუაშვილის როგორც მოწოდებები, ისე ქმედებები მის დასაკავებლად არ იყო საკმარისი.

გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირი, ასევე, მან ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობაზე პრეტენზია გამოთქვა, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებაზე ისაუბრა და წილების დაბრუნებისათვის სამართლებრივი დავა დაიწყო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გაასაჯაროონ ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი წონადი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....