aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველას ინტერესში უნდა იყოს, რუსთავი 2-ის მესაკუთრეთა საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს” – უსუფაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში დვალისა და აქიმიძის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხდა, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის აზრით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-თან ყველაზე უფრო ლეგიტიმურად და მჭიდროდ დაკავშირებული მესაკუთრეები არიან,

უსუფაშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის გარშემო ქაოსი მაშინ დაიწყო, როცა აქიმიძესა და დვალს წილები დაათმობინეს.

„სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც მათ ძალიან ბუნდოვან ვითარებაში წილები დაათმობინეს, „რუსთავი 2“-ის გარშემო ის ქაოსი დაიწყო, რომელმაც დღემდე მიგვიყვანა. ამიტომ წესით, ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეთა საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს და დასტაბილურდეს. სწორედ ეს იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ყველა სხვა სიკეთის გარანტი და „რუსთავი 2“-ს სწორედ ეს დაიცავს პარტიული პროპაგანდისტის როლისგან, რომლის თაობაზეც არის გააფთრებული ბრძოლა ბოლო 15 წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შესაბამისად, „შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მას აინტერესებს, რას ფიქრობენ თავად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე და რა ურთიერთობა აქვთ „დღეს მესაკუთრედ ცნობილ ქიბარ ხალვაშთან, გუშინ გამოძიების მწარმოებელ პროკურატურასთან და კიდევ სხვა მოთამაშეებთან“.

უსუფაშვილის შეფასებით, საერთო საზოგადოებრივი ინტერესია, „რუსთავი 2“ გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი მედია და „ის ერთი პარტიიდან სხვის კუთვნილებაში არ გადავიდეს“.

იტვირთბა....