aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ნებისმიერი ახალი ადამიანი, რომელიც მოდის პოლიტიკაში, ხდება პროკურატურისთვის საინტერესო” – მარგველაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნებისმიერი ახალი ადამიანი, რომელიც მოდის პოლიტიკაში, ხდება პროკურატურისთვის საინტერესო, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალზე საუბრისას.

“საქმის დეტალების ანალიზის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ძნელია, მძიმეა ის, რასაც მე ვხედავ. ჩემთვის ეს ასოცირდება ერთი მხრივ ბიზნესზე ზეწოლასთან, ხოლო მეორე მხრივ იმასთან, რომ ნებისმიერი თითქოს ახალი ადამიანი, რომელიც მოდის პოლიტიკაში, ხდება პროკურატურისთვის საინტერესო. გაგახსენებთ ბურჭულაძეს, ახლა გაგახსენებთ ხაზარაძეს. ცუდ ასოციაციებს იწვევს ასეთი პროცესები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....