ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წყალი არა, დენი არა, დამსვენებლები უკან მიდიან, უკეთესს არც ვიმსახურებთ” – რა ხდება აფხაზეთში

მასიკ ცვიჟბა, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია, როგორც ვანუატუში აფხაზეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთის მკვიდრის პოსტს აქვეყნებს, რომელშიც თვალნათლივ ჩანს, თუ რა სიტუაციაა დღეს აფხაზეთში.

მანამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ტურისტები თითქმის არ ჩადიან, რადგან საქართველოს ამ ტერიტორიაზე ხშირია კრიმინალური ფაქტები, ამას ემატება ისიც, რომ ხშირად ქრება დენი და წყდება წყალი.

“წყალი არ არის, დენი არ არის, ამინდიც არ არის, ის დამსვენებლები, რომლებმაც გარისკეს და ჩამოვიდნენ უკან მიდიან. ჩვენ უკეთესს არც ვიმსახურებთ” – ასეთ პოსტს დებს მასიკ ცვიჟბა.

 

 

იტვირთბა....