aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ზურაბიშვილი ხაზარაძის საქმეზე – პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია ჩაერიოს ასეთ საქმეში

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ

პრეზიდენტს ასეთ საქმეში ჩარევის კომპეტენცია არა აქვს.

„მესმის რომ ოპოზიცია ან არასამთავრობო სექტორი თავიანთ შეხედულებებს აჟღერებენ. მე ვაკვირდები და მაქვს ჩემი ანალიზი, მაგრამ კარგად უნდა გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, სანამ პროკურატურა ან სასამართლოა ჩართული ამაზე პრეზიდენტის მიერ კომენტარის გაკეთება არის უშუალიდ ჩარევა“- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის წარმოამდგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

იტვირთბა....